logo_geo
ქიბარ ხალვაში: „რუსთავი 2“-ის გაყიდვას არ ვაპირებ
- +

2 მარტი. 2017. 23:33



ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა tvპირველის" ეთერში განაცხადა, რომ ის არ აპირებს „რუსთავი 2"-ის გაყიდვას, მაგრამ არც იმის პირობას დებს, რომ მთელი ცხოვრება ტელევიზიის მფლობელად დარჩება.


„მე ვარ ბიზნესმენი, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ თავისი ქონება გამრავლდეს. მე ტელევიზია არ მჭირდება იმისთვის, რომ ან დავიცვა ჩემი პარტიული ინტერესი, ან გავამრავლო ჩემი ქონება. 2 წლის განმავლობაში ვიყავი ხელმძღვანელი და არ გამომიყენებია არც ერთი კონკურენტის წინააღღმდეგ, არ გამომიყენებია არც ერთი კრიტიკული გადაცემა ბიზნესის საწინააღმდეგოდ. ასე რომ, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ტელევიზია ძალიან ჭირდება. ეს ჩემთვის არის მატერიალური ქონება და ჩემი ზარალის ნაწილის ანაზღაურების საშუალება. მე არ ვაპირებ მის გაყიდვას, მაგრამ არ გპირდებით, რომ მთელი ცხოვრება ტელევიზიის მფლობელი ვიქნები", - განაცხადა ხალვაშმა.


რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, რომ შესაძლებელია თუ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ შეთავაზების შემთხვევაში ტელეკომპანია მიყიდოს, ხალვაშის თქმით, ასეთი განზრახვა არ არსებობს და გამორიცხულია.


„მახსოვს პერიოდი, როდესაც პატარკაციშვილს სთავაზობდნენ რკინიგზას ტელევიზიის სანაცვლოდ. ეს ყველამ იცის. ყველაფერი ფული არ არის. ყველაზე მდიდარი ადამიანები ცნობილები არიან იმით, რომ ყველაზე მეტს არ იხდიან", - აღნიშნა ხალვაშმა.


 

big_banner
არქივი