ვერძი - მფარველი პლანეტა მარსი. ის განიჭებთ ოპტიმიზმს, მოქმედების უნარს და გაძლევთ სასიცოცხლო ენერგიას. თქვენს ხასიათში გამოკვეთავს ფეთქებადობას და სიფიცხეს.
კურო - მფარველი პლანეტა ვენერა. ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, სწორედ, მისგან დაჰყვათ გურმანული თვისებები, კომფორტისადმი სიყვარული და რომანტიკული ხასიათი.
ტყუპი - მფარველი პლანეტა მერკური. ააქტიურებს თქვენს სისწრაფეს, მოქნილობასა და მოუსვენარ ხასიათს. ზრუნვას იმაზე, რომ ინფორმაციის მიღება-გადაცემა-გაზიარება არ გაგიჭირდეთ.
კირჩხიბი - მფარველი პლანეტა მთვარე. ააქტიურებს თქვენში შინაგან მიმზიდველობას, ინტუიციას, სასიცოცხლო ენერგეტიკას, ემოციებს და ხშირად, ხასიათების ცვალებადობას უწყობს ხელს.
ლომი - მფარველი პლანეტა მზე. ის თქვენს ხასიათში ააქტიურებს მიზანდასახულობას, დადებით ენერგეტიკას და კომუნიკაციის უნარს. ცდილობს, ყველგან და ყოველთვის ყურადღების ცენტრში მოხვდეთ და სითბოთი და პოზიტივით აივსოთ გარშემომყოფებისგან.
ქალწული - მფარველი პლანეტა მერკური. მისი ხასიათის გავლენით გეძლევათ კარგი ანალიტიკური გონება, წვრილმანებისადმი ყურადღებიანობა, მოწესრიგებულობა და შრომისუნარიანობა.
სასწორი - მფარველი პლანეტა ვენერა. გაჯილდოებთ ვიზუალური მომხიბვლელობით, დახვეწილი გემოვნებით, პოეტურობით, შემოქმედებითი ნიჭითა და ჰარმონიის სიყვარულით.
მორიელი - მფარველი პლანეტა პლუტონი. მისი ხასიათი, განიჭებთ გასაოცარ გამძლეობასა და სიმამაცეს. გიბიძგებთ ბრძოლისუნარიანობისკენ, რისკის სიყვარულისა და არც თუ ისე იშვიათად, კონფლიქტურობისკენაც.
მშვილდოსანი - მფარველი პლანეტა იუპიტერი. აძლიერებს თქვენში იღბალს, გმატებთ ოპტიმიზმს, ქარიზმატულობას. ცდილობს, საზოგადოება თქვენ მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილი იყოს.
თხის რქა - მფარველი პლანეტა სატურნი. ააქტიურებს თქვენში დისციპლინას, ასკეტიზმს, შრომისუნარიანობასა და სიმაღლეებისადმი სწრაფვას. მისი ხასიათის გავლენით, გადმოგეცათ სიჯიუტე, ამტანობა და გამძლეობა.
მერწყული - მფარველი პლანეტა ურანი. მისი გავლენით დაგყვათ ხასიათში ჰუმანურობა და სხარტი აზროვნება. ხშირად, სწორედ მისი მფარველობით ცხოვრებისეულ სიძნელეებს ადვილად ართმევთ თავს.
თევზები - მფარველი პლანეტა ნეპტუნი. ის თქვენში ააქტიურებს ინტუიციას, მისტიციზმს, შინაგანი სამყაროსადმი უცნაურ მიდგომას. ცდილობს, მკაცრი რეალობისგან დაგიცვათ და ამის გამო, მისი გავლენით, ხშირად თქვენში ფანტაზიის უნარი ძლიერდება.