logo_geo
ალექსანდრე ქანთარია: „რუსთავი 2“ ხელს არ გვიშლიდა იმაში, რომ რამდენიმე არჩევნები მოგვეგო
- +

3 მარტი. 2017. 00:03



„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ „რუსთავი 2" არის პარტიული ტელევიზია და იგი არის სახელმწიფოს მიმართ კრიტიკულად განწყობილი. თუმცა აქვე ავღნიშნავ, რომ ეს ჩვენ ხელს არ გვიშლიდა იმაში, რომ რამდენიმე არჩევნები მოგვეგო რამოდენიმეჯერ ზედიზედ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „tvპირევლის" ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ „რუსთავი 2" არც დღეს უშლის ხელისუფლებას ხელს. 



„არც ეხლა არ გვიშლის ეს ტელევიზია ხელს, რადგან ხალხმა ზუსტად გაანალიზა რეალობა. ასეთი წარმოდგენა მაქვს მე და ასეთი წარმოდგენა აქვს „ქართულ ოცნებასაც", რომ ამ სამართლებრივ არანაირად არ უნდა ჩავერიოთ",- განაცხადა ქანთარიამ.


შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს „პანორამა".


 

big_banner
არქივი