logo_geo
ტარიელ ხარხელაური: თბილისში რომ დავდივარ, გული მეფლითება - ქართული ანბანით დაწერილ სიტყვებს ვერ ვიგებ
- +

23 ნოემბერი. 2019. 22:05

 

„ახლა კი სარწმუნოებასაც ეხებიან და ამასაც თუ წავუყრუეთ, მაშინ ქართველობას დიდი დღე არ უწერია“,- ამის შესახებ პოეტი ტარიელ ხარხელაური გაზეთ „კვირის პალიტრასთან“  ინტერვიუში საუბრობს.

 

„ილიამ ხომ დაგვიტოვა სამი ღირებულება ეროვნული თვითმყოფადობისა: მამული, ენა, სარწმუნოება.

 

მამულზე, სამშობლოზე ფიქრი პროვინციალიზმის გამოხატულებად შემოგვასაღეს და ამაზე გავჩუმდით.

 

ტერიტორიები ჩამოეჭრა ჩვენს მამულს და ვერ გამოვიჩინეთ ისეთი ვაჟკაცობა, როგორიც შინდისელმა ბიჭებმა, გიორგი ანწუხელიძემ, რუსი ოკუპანტების სასტიკი წამების მიუხედავად, რომ არც დაიჩოქეს, არც საქართველოს დროშას დაადგეს ფეხი...

 

ენას რაც შეეხება... თბილისში რომ დავდივარ, გული მეფლითება. ქართული ანბანით დაწერილ სიტყვებს ვერ ვიგებ, შინაარსი ვერ გამომაქვს. პირდაპირ უცხოური სიტყვები გადმოაქვთ და ქართული ასოებით წერენ. ახლა კი სარწმუნოებასაც ეხებიან და ამასაც თუ წავუყრუეთ, მაშინ ქართველობას დიდი დღე არ უწერია“,-აღნიშნავს ტარიელ ხარხელაური.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი