logo_geo
სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობა“ სახადია, რომელიც ბოლომდე ვერ მოვიხადეთ...
- +

25 ნოემბერი. 2019. 19:26

 

„ნაცები, მათ გვერდით მდგარ ყველა პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, საკუთარ თავს თვითონ ამთავრებენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი და ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი თავის სრულ დისკრედიტაციას ახდენს და აბსოლუტური მარგინალიზაციისაკენ მიდის, თუმცა, ამ გზაზე  გარკვეულწილად ახერხებს, უცხოელ ტურისტებსა და ინვესტორებს შთაბეჭდილება შეუქმნას, თითქოს, საქართველოში მთლად სტაბილური ვითარება არ არის, ეს კი ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად არ აისახება.

 

მოკლედ, „ნაციონალური მოძრაობა“ სახადია, რომელიც ბოლომდე ვერ მოვიხადეთ, მაგრამ ახლა ნაცები, მათ გვერდით მდგარ ყველა პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, საკუთარ თავს თვითონ ამთავრებენ“,- აღნიშნავს სოზარ სუბარი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი