logo_geo
სოზარ სუბარი: ნაციონალების დროს ციხეებში მართლაც უკიდურეს სისასტიკესა და არაადამიანობას ჰქონდა ადგილი
- +

25 ნოემბერი. 2019. 19:46

 

„ბევრი საქმის გამოძიება დღემდე გრძელდება“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი და ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ნაციონალების დროს ციხეებში მართლაც უკიდურეს სისასტიკესა და არაადამიანობას ჰქონდა ადგილი, რის გამოც უამრავი დამნაშავე უკვე გასამართლდა, ბევრი საქმის გამოძიება კი დღემდე გრძელდება.

 

სხვათაშორის, რამდენიმე დღის წინათ ტელევიზორი ჩავრთე და უცებ ყურში მომხვდა ციტატა ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ჩემი ერთ-ერთი მოხსენებიდან, რომელიც სახალხო დამცველობის დროს პარლამენტს წარვუდგინე. დავინტერესდი, რა ხდებოდა, ტელესიუჟეტი გადავახვიე, თავიდან მოვუსმინე და აღმოვაჩინე, რომ ჩემი ძველი მოხსენებიდან ციტატა შეტანილია ზურაბ ადეიშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის საბრალდებო დასკვნაში, რომელიც მათ რობაქიძის მკვლელობის საქმეზე წარუდგინეს.

 

ერთი სიტყვით, ის მოხსენებები, რომლებსაც სახალხო დამცველობის დროს ვაკეთებდი, დღეს სააკაშვილის რეჟიმის გასასამართლებლად უძვირფასეს მასალას წარმოადგენს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც მაშინ სახალხო დამცველის აპარატში ჩემთან ერთად მუშაობდა, გმირი იყო, რადგან  წარმოუდგენელ რამეებს ახერხებდნენ.

 

მარტო ერთი წლის განმავლობაში, პოლიციის განყოფილებებში - 2 ათასი, ხოლო ციხეებში 600 მოულოდნელი ვიზიტი  განვახორციელეთ, რაც მსოფლიო ომბუდსმენობის ისტორიას არ ახსოვს. ამ გზით არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ და შევქმენით დოკუმენტაცია, რომლებზე დაყრდნობითაც დღეს სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები სამართლდებიან“, - აღნიშნავს სოზარ სუბარი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი