logo_geo
ელიზბარ ჯაველიძე: ღირსების მქონე კაცი სააკაშვილთან სუფრაზე როგორ დაჯდება?
- +

26 ნოემბერი. 2019. 13:56

 

„გუბაზი ცნობილი „ფულისტია“, ბიძინასთან ვერ იშოვა მილიონი და ახლა მიშას უძვრება!“ - ამის შესახებ აკადემიკოსმა  ელიზბარ ჯაველიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ეგენი სამშობლოს სიყვარულმა კი არა, ფულისა და ძალაუფლების სიყვარულმა გააერთიანა! გუბაზი ცნობილი „ფულისტია“, ბიძინასთან ვერ იშოვა მილიონი და ახლა მიშას უძვრება!

 

გუბაზ სანიკიძე და კაკო ასათიანმა პუტჩისთანავე უღალატეს ზვიადს და შეუძვრნენ შევარდნაძეს! ასე რომ, როდესაც ეს გუბაზი კიდევ გაბედავს და ბრტყელ-ბრტყელებს ილაპარაკებს  ზვიად გამსახურდიაზე, ყველამ შეახსენოს, რომ ის ზვიადისა და საქართველოს მოღალატეა!

 

რაც შეეხება ვალერი გელბახიანს, ისიც ცნობილი მოღალატეა! მან უღალატა ასლანს! მან უღალატა ბადრის! ახლა კი სააკაშვილს უძვრება და მაგასაც უღალატებს!

 

ღირსების მქონე კაცი სააკაშვილთან სუფრაზე როგორ დაჯდება? მე ვნახე კადრები, როგორ უჭახუნებენ ეს ავაზაკები სააკაშვილს ჭიქებს!“ - აღნიშნავს ელიზბარ ჯაველიძე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი