logo_geo
სოზარ სუბარი: „მატროსოვის ციხე“ - მიხეილ სააკაშვილის ბოლო გაჩერებაა!
- +

26 ნოემბერი. 2019. 14:00

 

„სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ ბოქლომებით ხელში აღმა-დაღმა ირბინონ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი და ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ნაცებმა კარგად იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, რაც მათ მიერ ბოლო დროს ჩატარებულ მიტინგებზეც კარგად გამოჩნდა. ამდენად, ისტერიკაში არიან და სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ ბოქლომებით ხელში აღმა-დაღმა ირბინონ.

თუმცა, თეა წულუკიანის თქმისა არ იყოს, ნაციონალებს საქართველოს არ დავაბოქლომებინებთ და, მათ შორის, არ დავაბოქლომებინებთ „მატროსოვის ციხეს“, რომელიც მათი ლიდერის - მიხეილ სააკაშვილის ბოლო გაჩერებაა!“ - აღნიშნავს სოზარ სუბარი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი