logo_geo
ბერტა ხაფავა: ისეთი სისულელეები მემართებოდა, რომ გიამბოთ, იფიქრებთ, შეთხზულიაო...
- +

26 ნოემბერი. 2019. 15:36

 

 

„ვიღაც ქალი თავზე დამადგა და მეუბნება, დაუთმე ბავშვს ადგილიო...“ - იხსენებს ბერტა ხაფავა თავის სტუდენტობის წლებს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“  ინტერვიუში.

 

„ისეთი სისულელეები მემართებოდა, რომ გიამბოთ, იფიქრებთ, შეთხზულიაო. მაგალითად, მივდივარ გამოცდაზე ტროლეიბუსით. მე ვზივარ და ჩემს სკამთან 14-15 წლის გოგო დგას. ვიღაც ქალი თავზე დამადგა და მეუბნება, დაუთმე ბავშვს ადგილიო. რატომ უნდა დავსვა, ამხელა ბავშვმა აქეთ უნდა დაუთმოს სხვებს ადგილი-მეთქი, ვუთხარი. ამ დროს მოხუცი ქალი ამოვიდა. მეც, - გაიწიე, ქალო, შემოუშვი მოხუცი, რომ დავსვა-მეთქი. ამ „ქალოზე“ გადაირია... და გამოცდაზე ამ ქალოსთან მოვხვდი... სულ ასეთი შარები მხვდებოდა.

 

 როგორც იქნა, ჩავაბარე და საშა მიქელაძის ჯგუფში მოვხვდი. ჩემი ჯგუფელები იყვნენ გურამ ფირცხალავა, ნათელა მაჭავარიანი... სწავლა რომ დავამთავრე, სოხუმის თეატრში გამანაწილეს. რომ ჩავედი, შესასვლელში დამხვდა თამარ ჭავჭავაძე, შესანიშნავი მსახიობი, პენსიაზე გამიშვესო, მითხრა, შვილო, აქ რა გინდა, ძალიან ცუდი ამბებია და სხვა თეატრში წადიო. დავუჯერე და მე და გურამ ფირცხალავა გორის თეატრში წავედით, იქიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში გადმოვედი და იქ დავრჩი“,- აღნიშნავს ბერტა ხაფავა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი