logo_geo
ზაზა სიამაშვილი: ზოგ მონასტერში გათბობის მილების შესაყვანად იატაკი აყარეს და საამისოდ წინაპრების ძვლები შეაწუხეს
- +

22 ნოემბერი. 2016. 18:01



ლექტორი ზაზა სიამაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ დღეს ისტორიული ძეგლები კომფორტის შესაქმნელად ზიანდება, მათ შორის ტაძრები და მონასტრები. აქვე, სიამაშვილი ვარძიის დაზიანებული ფრესკების რესტავრაციის საკითხს ეხმიანება და სახელმწიფოს მოუწოდებს, სერიოზული ტექნიკური სამუშაოები ჩაატარონ.  


„ნეტა შოთას ფრესკა დაზიანებული დაეტოვებინათ და, ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, კარიკატურულად არ აღედგინათ. არ მინდა, რომ მსგავსი რამ თამარის ფრესკასთან მიმართებაშიც მოხდეს. ამიტომ საზოგადოება ვთხოვთ სახელმწიფოს, აღდგენისთვის მეტი ხარჯი გასწიოს და სერიოზული ტექნოლოგიური სამუშაო ჩაატაროს. წეღან რომ ვთქვი, სხვა ფაქტები მაქვს-მეთქი - ნახეთ, სვეტიცხოვლის გალავნის კედლებზე გამათბობლებია დამაგრებული, ზოგ მონასტერში გათბობის მილების შესაყვანად იატაკი აყარეს და საამისოდ წინაპრების ძვლები შეაწუხეს, ზოგან „კარმა" დადგეს... ეს ხომ ზღაპარი და ყურით მოთრეული ამბები არაა? ხომ არსებობს გათბობის ალტერნატიული საშუალებები, აუცილებელია, ამისთვის უძვირფასესი ძეგლები დავამახინჯოთ?

 

საუკუნეების მანძილზე ბერები კომფორტისთვის კი არა, ქვეყნის სულიერების ამაღლებისთვის იღვწოდნენ. მამაცხონებულო, თუ სითბოსა და კომფორტის გარეშე არ შეგიძლია, მაშინ, ცალკე საცხოვრებელი სახლი მოიწყვე", - განაცხადა ზაზა სიამაშვილმა.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი