logo_geo
გიორგი თარგამაძე: ჯერ თათიამ მიიღო შეთავაზება ტელევიზიაში მუშაობასთან დაკავშირებით და თვენახვერის მერე - მე
- +

28 ნოემბერი. 2019. 15:43

 

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე და მისი მეუღლე თათია კვლავ ჟურნალისტიკას უბრუნდებიან. გიორგი თარგამაძე ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულას“ გაუძღვება. ამის შესახებ ჟურნალისტი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ორივეს გვქონდა ჟურნალისტური პაუზა. ისე მოხდა, რომ წლების განმავლობაში არც ერთი არხის ეთერში აღარ იყო მისი ადგილი. ესეც მითებისა და ლეგენდების, ნეგატიური დეზინფორმაციული კამპანიის შედეგი იყო. თათია არსად მიიღეს, ამიტომ სხვა სფერო სცადა და იქ ახლაც აგრძელებს მუშაობას.

 

ახლა კი უცნაური ამბავი მოხდა - ჯერ თათიამ მიიღო შეთავაზება ტელევიზიაში მუშაობასთან დაკავშირებით და თვენახევრის მერე - მე, ოღონდ სხვადასხვა არხზე. ისე მოხდა, რომ ეთერში გასვლა მე დავასწარი. ისინი ჯერ კიდევ მზადების პროცესში არიან და, თუ არ ვცდები, 2 დეკემბერს გავლენ პირველად ეთერში. ეს იქნება „მთავარ არხზე“.

 

დილით ადრე დაიწყება გადაცემა, რომელიც შუადღემდე გასტანს. თათია კვირაში სამჯერ გაუძღვება ამ გადაცემას. მას, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობ და ძალიან მიხარია. ეს იქნება შემეცნებითი, საზოგადოებრივი, დიასახლისებზე გათვლილი  გადაცემა კულტურული კომპონენტებით. ეს ის შემთხვევაა, როცა მინდა, ჩვენს კონკურენტ არხს წარმატება ვუსურვო“,- აღნიშნავს გიორგი თარგამაძე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი