logo_geo
ვახტანგ მაისაია: ვანო მერაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს სამშობლოს ღალატის მუხლით უნდა წაუყენონ ბრალი!..
- +

28 ნოემბერი. 2019. 17:25

 

 

„ჩვენ ხომ ქვეყანა არ ვართ?“ - აცხადებს ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

 

„2008 წლის ივნისში ვაზიანში ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები გაიმართა და იქ ჰყავდათ ჩამოყვანილი ის 4 „ჰამერი“, რომელიც, როგორც გითხარით, პუტინის აგენტმა სააკაშვილმა ორი თვე განგებ დააყოვნა, ამერიკაში არ გააგზავნა, ომი გააჩაღა და მერე პუტინს მიართვა.

 

ეს უნიკალური მანქანებია! ამ მანქანებში იყო ოპერატიული მოწყობილობა, თუ როგორ უნდა ემართათ ბრძოლის ველზე შეიარაღებული ძალები. ეს გახლავთ ზეთანამედროვე მანქანები ციფრული მართვის  კომპონენტებით და ამ მანქანების ტექნოლოგიები გრიფით საიდუმლოთი ინახებოდა. რუსებმა ასეთი მანქანები ხელში ჩაიგდეს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. სწორედ ეს არის გამოსაძიებელი - ვისი ბრძანებით დააყოვნეს ამერიკული სამხედრო „ჰამერები“ ფოთის პორტში? წესით და რიგით, ვანო მერაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს სამშობლოს ღალატის მუხლით უნდა წაუყენონ ბრალი, მაგრამ ჩვენ ხომ ქვეყანა არ ვართ?“ - აღნიშნავს ვახტანგ მაისაია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი