logo_geo
ზურა ხაჩიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: თავს შევაკლავ, ესენი თუ დაბრუნდნენ!
- +

29 ნოემბერი. 2019. 13:23

 

„ღმერთმა დაგვიფაროს ან ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ უღმერთოებმა ხელში ჩაიგდონ ხელისუფლების რომელიმე შტო“, - ამის შესახებ განცხადებას მომღერალი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე აკეთებს.

 

„ამათი მოსვლა უნდა ხალხს?! წარმოდგენა თუ გაქვთ, ქვეყანაში რას დატრიალებენ?! თუ გგონიათ, რომ რამეს ან ვინმეს დაინდობენ, ძალიან ცდებით. მე ისიც მეეჭვება, რომ ხალხი, ვინც ამათ ვებრძოდით წლების მანძილზე (ანუ უმრავლესობა და არა მათი 2000 კაცი, ვინც მათ ზურგს უმაგრებს დღეს), საპროტესტო აქციებით დაუპირისპირდებით, ან შიშველი ხელებით.

მე ბევრისგან მსმენია, რას აპირებს ხალხი აქეთ მხარეს და მონაგონი იქნება ის, რაც გვახსოვს წლების წინ - სამოქალაქო, შეიარაღებული დაპირისპირება რუსთაველზე! (ღმერთმა დაგვიფაროს ან ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ უღმერთოებმა ხელში ჩაიგდონ ხელისუფლების რომელიმე შტო). მე პირადად თავს შევაკლავ, ესენი თუ დაბრუნდნენ! აი, ახალგაზრდებო, რა ხდებოდა იმ ავბედით წლებში! კარგად ნახეთ! მე პირადად არ დავუთმობ „ნაცებს“ ჩვენს წამებას, თუნდაც ეს სისხლის ფასად დამიჯდეს!“ - აღნიშნა ხაჩიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი