logo_geo
ელიზბარ ჯაველიძე: მიხეილ სააკაშვილი „რევოლუციის მოსაწყობად“ თავისივე მომიტინგეების მკვლელობას გეგმავს!
- +

29 ნოემბერი. 2019. 15:32

 

„მას უნდა სისხლი დაღვაროს, რომ ამ „სოუსით“ დაამხოს „სისხლიანი ხელისუფლება“,- ამის შესახებ აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„სააკაშვილის აშკარად სისხლი სწყურია! მას უნდა სისხლი დაღვაროს, რომ ამ „სოუსით“ დაამხოს „სისხლიანი ხელისუფლება“!

 

ჰოდა, ამიტომაც, სააკაშვილს ერთადერთი გზა რჩება - სისხლის დაღვრა! იმავე სცენარით, როგორც ეს კიევში „მაიდნის რევოლუციისას“ გააკეთეს, როცა სააკაშვილის სნაიპერებმა თავიანთივე მომიტინგეები დახვრიტეს და ასე ააგორეს რევოლუცია!

 

ამიტომაც, ყველამ იცოდეს: სააკაშვილი „რევოლუციის მოსაწყობად“ თავისივე მომიტინგეების მკვლელობას გეგმავს! დიახ, მოკლავენ ერთ-ორ კაცს და ყველაფერს ხელისუფლებას დააბრალებენ!“ - აღნიშნავს ელიზბარ ჯაველიძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი