logo_geo
გიორგი თარგამაძე: მაკინე წელს გახდა „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტი 100%-იანი გრანტით და ამით ძალიან ვამაყობ
- +

30 ნოემბერი. 2019. 11:27

 

 

„ჩემი შვილები არიან  ძალიან თანამედროვეები, თავისუფლად მოაზროვნეები, ტოლერანტულები განსხვავებული აზრის მიმართ“,- ჟურნალისტი  და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილი თავჯდომარე გიორგი თარგამაძე  შვილებზე თეკლაზე და მაკინეზე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„თეკლა 21 წლის არის და მაკინე -18-ის. თეკლა წელს ამთავრებს სამართლის სკოლას „საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტში“. მაკინე წელს გახდა „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტი 100 %-იანი გრანტით და ამით ძალიან ვამაყობ.

 

უფროსი უფრო ჟურნალისტიკისკენ მიისწრაფვის და, მიუხედავად დედამისის დიდი მონდომებისა, ეს სურვილი ვერ დავათმობინეთ, თუმცა, მე დიდად არც მომინდომებია. მე ეს პროფესია ყველაზე მეტად მიყვარს და თუ ჩემთვის მიყვარს, ჩემი  შვილისთვის რატომ არ უნდა მემეტებოდეს?! თათიას არ იმიტომ, რომ ამ პროფესიის გამო ბევრი სტრესი, ტკივილი და დაუმსახურებული დამოკიდებულება მიიღო დიდ სიხარულთან ერთად. ესაა ცხოვრება და არ უნდა შევუშინდეთ. მე რომ ამ სტრესის შემშინებოდა, ცხოვრებაში ვერაფერს გავაკეთებდი.

 

თათიას აზრით, რაიმე  მშვიდი პროფესია ჯობდა. ახლა ის დრო მოვიდა, როცა კარგი ჟურნალისტი იქნება არა მხოლოდ ის, ვინც ჟურნალისტის ხელობა იცის, არამედ  ის, ვისაც რომელიმე ერთ სფეროზე ექნება ღრმა, კვალიფიციური ცოდნა. ჩემი რჩევა გაითვალისწინა და სამართლის სპეციალისტი გამოდის.

 

რაც ყველაზე ძალიან მიხარია, ჩემი გოგონები  ენთუზიაზმით სავსე ადამიანები არიან, რომლებსაც ეს ქვეყანა უყვართ და არსად წასვლას არ აპირებენ. არიან ძალიან თანამედროვეები, თავისუფლად მოაზროვნეები, ტოლერანტულები  განსხვავებული აზრის  და ადამიანების მიმართ, ამის მიუხედავად თავიანთი ახალგაზრდული რადიკალიზმი ახასიათებთ“,- აღნიშნავს გიორგი თარგამაძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი