logo_geo
თამილა ლაფანაშვილი: ვაჟა იქ ყველას აზრს ახმოვანებს...
- +

30 ნოემბერი. 2019. 20:27

 

 

„ვაჟა არ აღიარებს, რომ საზღვარი დაარღვია“, - ამის შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“  ინტერვიუში საუბრობს.

 

„ჩვენ მივმართეთ რუს მფრინავებს, რომლებსაც ვაჟა ომის დღეებში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა და რომელთაც მერე პუტინმა  გმირობა მიანიჭა. მკურნალობის შემდეგ ისინი ჩვენმა უწყებებმა „წითელი ჯვრისა“ და შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გადააცილეს საზღვარზე. როცა გადავიდნენ, რუსეთშიც განაგრძობდნენ მკურნალობას. საგაზეთო ინტერვიუში ეს მფრინავები მადლობას უხდიან ქართველ ექიმებს და ამბობენ, რომ არა ისინი, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდითო. ვაჟა არ აღიარებს, რომ საზღვარი დაარღვია. ექიმისთვის საზღვრები არ არსებობს არც მშვიდობიანობის და არც საომარი მოქმედებების დროს. ვაჟას ჩვენებაში უთქვამს, რომ საქართველოს ეს ტერიტორია რუსებს აქვთ ოკუპირებული და NATO-ში გაწევრების მომხრეა. ამას ვამბობთ ყველა, ეს ჩვენს მთავრობას აქვს დეკლარირებული და ასე რომ, ვაჟა იქ ყველას აზრს ახმოვანებს“, - აღნიშნავს თამილა ლაფანაშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი