logo_geo
ბერტა ხაფავა: ახლა აღარც თეატრი მინდა, აღარც კინო ,დავიღალე....
- +

30 ნოემბერი. 2019. 20:56

 

 

„გიორგი ოვაშვილმა დამპატიჟა თავის ახალ ფილმში, რომლის გადაღება ერთ კვირაში დაიწყება“,- ამის შესახებ მსახიობი ბერტა ხაფავა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“  ინტერვიუში საუბრობს.

 

„კინოში პირველად თენგიზ აბულაძის წყალობით მოვხვდი, „ნატვრის ხეში“ ჭორიკანა ქალი განვასახიერე. მერე ელდარ შენგელაიამ „სამანიშვილის დედინაცვალში“ ამიყვანა მელანოს როლზე. მერე იყო „სიყვარული ყველას უნდა“, „სამოთხის გვრიტები“... „მოსფილმშიც“ გადამიღეს, უკრაინაში 4-5 მთავარი როლი ვითამაშე. ახლა აღარც თეატრი მინდა, აღარც კინო, დავიღალე, არა ვარ კარგად, მაგრამ მაინც დამპატიჟა გიორგი ოვაშვილმა თავის ახალ ფილმში, რომლის გადაღება ერთ კვირაში დაიწყება.

 

კინოში 50-მდე როლი მაქვს განსახიერებული. მათ შორის ზოგი პატარა ეპიზოდია, მაგრამ განსაკუთრებულად მომწონს. მაგალითად, ლანა ღოღობერიძის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ და კიდევ კიას ცოლი ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“, - აღნიშნავს ბერტა ხაფავა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი