logo_geo
გიორგი თარგამაძე: ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობაზე უარის თქმას არც ვაპირებ და ვერც ვიტყვი..
- +

30 ნოემბერი. 2019. 21:36

 

 

„წლების განმავლობაში რამდენიმე ტელეკომპანიისგან მქონდა შემოთავაზებები...“- ამის შესახებ ჟურნალისტი და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

გიორგი თარგამაძე კვლავ ჟურნალისტიკას უბრუნდება  - ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულას“ გაუძღვება.

 

„ტელევიზიაში მოწყენილობის გამო არ დავბრუნებულვარ. იმდენად დატვირთული გრაფიკი მაქვს, როდესაც ჩემი ოჯახის წევრებმა გაიგეს, რომ ტელევიზიაში ვბრუნდები... მოლოდინი ყველას ჰქონდა, რადგან იციან, რომ ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობა, მაგრამ კითხვა, როგორ უნდა მოახერხოო, ყველას გაუჩნდა.

 

ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობაზე უარის თქმას არც ვაპირებ და ვერც ვიტყვი, რადგან დიდი ვალდებულებები მაქვს საკუთარ თავზე აღებული, მაგრამ ამ ორგანიზაციის ბაზაზე სტუდიის გაკეთებას კი ვფიქრობდით. მედიაცენტრი გვაქვს, შესაბამისი აპარატურით აღჭურვილი, რომელიც დონორი ორგანიზაციის დახმარებით რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოვაყალიბეთ. წლების განმავლობაში რამდენიმე ტელეკომპანიისგან მქონდა შემოთავაზებები. საკმაოდ კარგ პირობებს მთავაზობდნენ, მაგრამ თავს ვიკავებდი.

 

ამჯერად მე დავაფუძნე სტუდია, რომელიც პოლიტიკურ-სოციალური მიმართულების ვიდეოპროდუქციას აწარმოებს. უცებ კი მედიაში მოულოდნელი პროცესები განვითარდა. გაჩნდა ახალი ტელეკომპანიები. „ფორმულას“ სარედაქციო პოლიტიკა ჯერ არ არის ფორმირებული, მაგრამ ძირითადი კონტურები ნათელია და ახლოს დგას იმ შეხედულებებთან, რომლებიც მე მაქვს ჟურნალისტიკასთან და ქართული მედიის გამოწვევებთან მიმართებაში.

 

შევთანხმდით, რომ ჩვენი სატელევიზიო სტუდია დაამზადებს ორ გადაცემას ახალი წლის შემდგომ და მათ შორის ერთი იქნება პროგრამა, რომელსაც წლების განმავლობაში ვაკეთებდი და ტელემაყურებელსაც კარგად ახსოვს - საკვირაო ტელეჟურნალის ფორმატის მქონე „დროების“ მსგავსი გადაცემა“, - აღნიშნავს გიორგი თარგამაძე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი