logo_geo
გიორგი თარგამაძე: ფეიკ-ნიუსები შეიქმნა შეგნებულად, რომ ჩემთვის რეპუტაციული ზიანი მოეყენებინათ
- +

30 ნოემბერი. 2019. 23:13

 

 

 

„მწყობრი, კარგად გააზრებული დეზინფორმაციული შეტევა განახორციელეს“,- ამის შესახებ ჟურნალისტი  და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილი თავჯდომარე გიორგი თარგამაძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„კომუნიკაციების სპეციალისტი ვარ, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პრობლემურ ნაწილად განიხილება დეზინფორმაციების, ფეიკ-ნიუსების შექმნა და მათი ლეგენდებად ქცევა. თქვენ ხომ ყველაფერს ეთერში უყურებდით. ეს ამბები შეიქმნა შეგნებულად, რომ ჩემთვის რეპუტაციული ზიანი მოეყენებინათ და იმ პოლიტიკური გუნდისთვის, რომელიც იძულებით იქნა განდევნილი „ტელეიმედიდან“.

 

ბევრისთვის მოულოდნელად ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა დასაწყის ეტაპზე. ეს პრობლემური აღმოჩნდა არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ ხელისუფლებისთვისაც. მწყობრი, კარგად გააზრებული დეზინფორმაციული შეტევა განახორციელეს. ბადრი რომ ცოცხალი ყოფილიყო, მსგავსი რამ არ იქნებოდა, რადგან მან ყველაფერი  კარგად იცოდა“,- აღნიშნავს გიორგი თარგამაძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი