logo_geo
მარინა ჯანაშია: 2 წლის წინ მძიმე დიაგნოზი დამისვეს...
- +

1 დეკემბერი. 2019. 00:48

 

 

„მთელი მედპერსონალი  ჩემს საწოლთან შეკრებილია და ამბობდნენ, რომ ასეთი საოცრება არ უნახავთ, რომ ორგანიზმი იბრძოდა გადარჩენისთვის“,- ამის შესახებ მსახიობი მარინა ჯანაშია ჟურნალ „სარკესთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ჯანმრთელობის პრობლემებს არასდროს შევუწუხებივარ, 2 წლის წინ კი მძიმე დიაგნოზი დამისვეს და დაავადებაც ისეთ ფაზაში იყო, გადარჩენის შასი თითქმის არ არსებობდა.

 

გერმანიის კლინიკაში ვიწექი. ჩემთან თვეების განმავლობაში ვაჟიშვილი თემიკო იყო. მას მუდმივად ეუბნებოდნენ, რომ შეიძლებოდა ვერ გადავრჩენილიყავი. ძირითადად გათიშული ვიყავი. რაღაც პერიოდებში, როცა გონს მოვეგებოდი, ვფიქრობდი თეატრზე, სპექტაკლზე და მაყურებელზე.

 

მახსოვდა, რომ „ბებერ ჯამბაზებზე“ ბილეთები გაყიდული იყო. ვდარდობდი, მალე რომ არ გამოვკეთდე, ამ ბილეთებს ხომ არ დააბრუნებენ, სირცხვილია, მაყურებელი რომ გავაწბილოთ-მეთქი. პროფესორს მუდმივად ვეკითხებოდი, როდის ავდგები, სპექტაკლი მაქვს დანიშნული-მეთქი. მიყურებდა გაოცებული, ნამდვილად გიჟად მთვლიდა, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ეს კიდევ რას ფიქრობსო.

 

ერთ დღესაც ბურუსიდან ახალ თავდაღწეულს ნაცნობი ფიგურა მომელანდა. მხედველობა დავძაბე და ვხედავ - კახი კავსაძე. ზამთარი იყო, ეცვა პალტო, ეხურა ქუდი და ხელში ეჭირა პარკი, ქართული ხილით სავსე. გვერდით ჰყავდა თარჯიმანი. დაინახა ჩემი პროფესორი და ეძახის თავისებურად, გამოკვეთით: „ბიჭო, მოდი შენ აქ!“. თარჯიმანს უთხრა : „უთარგმნე, ეს ბოვშვი როდის ადგება, სპექტაკლი აქვს სათამაშო“. აი, მაშინ კი საბოლოოდ დარწმუნდა გერმანელი პროფესორი, რომ საქართველოში გიჟები ვცხოვრობდით!

 

თემიკოს როცა გადაწყვეტილად უთხრეს, რომ ვეღარ ვიცოცხლებდი, თავს ვერ მოერია  და ტირილი დაიწყო. შვილის ცრემლიანი თვალები რომ დავინახე, დავიფიცე, ვიბრძოლებდი სიცოცხლისთვის, რომ ჩემს ოჯახს, შვილებს ამ ტკივილისთვის  არ გავიმეტებდი. ეს გავიფიქრე და ისევ გავითიშე. თურმე გათიშული ფეხის თითებს, ტერფებს ვამოძრავებდი და  ერთგვარ ვარჯიშებს ვაკეთებდი. მთელი  მედპერსონალი ჩემს საწოლთან შეკრებილა და ამბობდნენ, რომ ასეთი საოცრება არ უნახავთ, რომ ორგანიზმი იბრძოდა გადარჩენისთვის“,- აღნიშნავს მარინა ჯანაშია.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი