logo_geo
ლია კრიალაშვილი: 26 მაისის აქციაზე ფულის ნაცვლად, სააკაშვილის რეჟიმის მიერ სახურავებზე შემოყრილი გვამები ეყარა!..
- +

2 დეკემბერი. 2019. 17:06

 

 

„გუბაზი რომ არაკაცი იყო, ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, როდესაც 26 მაისის აქციაზე არ მოვიდა“,- ამის შესახებ  ე.წ. „მუხროვანის ამბოხის“ დროს მოკლული  გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„გუბაზი რომ არაკაცი იყო, ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, როდესაც 26 მაისის აქციაზე არ მოვიდა, დაიმალა. ის ხომ იქ მიდის, სადაც ფულის სუნი სცემს, 26 მაისის აქციაზე კი ფულის ნაცვლად, სააკაშვილის რეჟიმის მიერ სახურავებზე შემოყრილი გვამები ეყარა.

 

წლების წინათ ვალერი გელბახიანი გიას საქმის ადვოკატად მინდოდა ამეყვანა. ტელევიზიითაც განაცხადა, ლია მოვიდა ჩემთან და გია კრიალაშვილის საქმის ადვოკატობა მთხოვაო.

 

დამპირდა და უცებ დაიკარგა, ტელეფონსაც არ პასუხობდა, კარგად ვიცნობდი გიასო, მითხრა გელბახიანმა. კარგად რომ იცნობდი, იმიტომაც უჭახუნებ ჭიქას მის მკვლელს?!

 

კიდევ კარგი, ღმერთმა დამიფარა, რომ ადვოკატად არ ავიყვანე. თურმე, ეგეც ფარული ნაცი ყოფილა. სააკაშვილის რეჟიმმა მისი მეგობარი მოკლა, თვითონაც კი დღეს მიშას გვერდით პოზირებს. აი, თურმე, ვინ და რატომ გაყიდა ბადრი პატარკაციშვილი! ვის დაუკავშირა თავისი პოლიტიკური კარიერა საწყალმა კაცმა და რატომ დასრულდა ყველაფერი ასე სავალალოდ“,- აღნიშნავს ლია კრიალაშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი