logo_geo
ლუკა კურტანიძე: არ მინდა, უმადური ერის წარმომადგენელი მერქვას
- +

3 დეკემბერი. 2019. 14:31

 

„მინდა, ღირსეულ ქვეყანაში ვცხოვრობდე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორმა ლუკა კურტანიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.

 

„ილია ჭავჭავაძე საქართველოსთვის უდიდესი მოვლენა იყო და მისი ღვაწლი შეუდარებელია, მაგრამ ქვეყნის სიყვარულითა და სამშობლოს საკეთილდღეოდ  გაკეთებული  საქმეებით ბიძინა ივანიშვილიც უდიდეს ერისკაცთა მოწინავე რიგებში დგას. იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილ დოვლათს სამშობლოს ახმარს და ვინც ამას არ აფასებს, უბრალოდ უმადურია.

 

ბიძინა ივანიშვილზე იმიტომ ვარ გადაფარებული, რომ ამ დიდ ერისკაცს უმადურები სიტყვით კლავენ, თორემ, მისგან წყალობასა და ტიტულს ნამდვილად არ ველოდები, მსოფლიო ჩემპიონი ვარ და ამაზე დიდი ტიტული არ არსებობს,

 

ყველაფერი მაქვს, რათა მშვიდად ვიცხოვრო, მაგრამ მინდა, ღირსეულ ქვეყანაში ვცხოვრობდე. არ მინდა, უმადური ერის წარმომადგენელი მერქვას“,- აღნიშნავს ლუკა კურტანიძე.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი