logo_geo
მიხეილ ცაგარელი: დედამიწა თითქმის მთელი დეკემბერი ჰარმონიული კოსმოსური ენერგიების ზეგავლენას დაექვემდებარება
- +

3 დეკემბერი. 2019. 18:06

 

„დეკემბერში სასიცოცხლო ენერგიის სიჭარბე აღინიშნება. წლეულს კი ეს პროცესი ჩვეულებრივზე უფრო პოზიტიურად ჩაივლის, რადგან დედამიწის ბიოსფერო თითქმის მთელი თვის განმავლობაში ჰარმონიული კოსმოსური ენერგიების ზეგავლენას დაექვემდებარება“, - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „ასავალ-დასავალის“ სტატიაში საუბრობს.

 

„რასაც 6 დეკემბრის შემდეგ ყველაზე უგრძნობი ანდა სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებიც შეიგრძნობენ. ნიშანდობლივია, რომ 6-18 დეკემბრის შუალედში გაიზრდება:  ოპტიმიზმი, თავდაჯერებულობა, შემოქმედებითი აქტიურობა, აგრეთვე ურთიერთობის გაუმჯობესების, ბიზნესის გაფართოების, სხვადასხვა სახის ხელშეკრულების დადების სურვილი. დეკემბრის ეს მონაკვეთი  სასიკეთო  იქნება ყველა სახის შეხვედრებისთვის.

 

მათ შორის, როგორც საერთაშორისო და დიპლომატიური მაღალი რანგის მოლაპარაკებებისთვის, ისე ბიზნესის, საქმიანი, შემოქმედებითი  ან პირადი ურთიერთობებისთვის. ეს პერიოდი, აგრეთვე, ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და პოლიტიკაში რთული სიტუაციების დარეგულირებას, რელიგიური და ეთნიკური წინააღმდეგობის განმუხტვას, მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ბედი განსაკუთრებით  მათ გაუღიმებს, ვისაც არ ეშინია სიახლეების, ცვლილებების და რისკის, ვისაც გლობალური მიზნები აქვს და არამარტო საკუთარ თავზე, არამედ გარშემომყოფებზეც ფიქრობს.

 

შესაძლებელი იქნება იმ მფარველების, მეცენატების, სპონსორების მოძიება, ვინც მზად იქნება, დააბანდოს თავისი ფული და სახსრები პერსპექტიულ იდეებსა და პროექტებში, ანუ ინვესტირება მოახდინოს არამარტო მატერიალურ ფასეულობებში, არამედ ადამიანთა ნიჭსა და ცოდნაში. დეკემბრის თვის ენერგიები მთლიანობაში ხელს შეუწყობენ აზრების სისტემატიზაციას, საკუთარი გზის პოვნას, მიძინებული ნიჭის გამოღვიძებას და სამოქმედოდ სწორი მიმართულების არჩევას. მიზანსწრაფვა და შემართება კი კარიერული აღმასვლის, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში წინსვლის და საკუთარი ამბიციების რეალიზების საწინდარი გახდება.

 

15 დეკემბრის შემგომ დედამიწის ბიოსფეროს პოზიტიური მდგომარეობა ნელ-ნელა შემცირებას დაიწყებს, რაც საგრძნობი გახდება 18-22 რიცხვების შუალედში.

 

მზე 22 დეკემბერს, ზამთრის მზებუდობისას, წლის ყველაზე მოკლე საკრალურ დღეს თხის რქის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და უახლოესი ერთი თვის მანძილზე გააძლიერებს ორგანიზებულობას, შეუპოვრობას, ნებისყოფასა და პირდაპირობასაც.

 

უნდა აღინიშნოს, რომ 22-28 დეკემბრის მონაკვეთში ჯერ კიდევ გაგრძელდება კოსმოსის ჰარმონიული ენერგიების ზეგავლენა.

 

მიუხედავად ამისა, სიტუაცია საერთაშორისო ფრენასა და ბიზნესში მკვეთრად გაუარესებას დაიწყებს, თუმცა, იმის გამო, რომ დეკემბრის ამ პერიოდში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მაცხოვრის შობა აღინიშნება, ეს დიდ რეზონანს არ გამოიწვევს, მაგრამ თვის ბოლოს დაძაბულობა შესამჩნევი გახდება. ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება იქნება საჭირო პირად ცხოვრებასა თუ ურთიერთობებში;

 

გარშემომყოფებთან კონტაქტისას ახალი წინადადებისა და შემოთავაზების მიღებისას, ხელშეკრულების დადებისას და მოგზაურობისას.

 

დეკემბრის მიწურულს მოიმატებს ავარიების, კატასტროფების, ბუნებრივი კატაკლიზმების ალბათობაც. საქმიან ან სამგზავრო საბუთებთან  დაკავშირებით მოსალოდნელია გაუგებრობები და პრობლემები.

 

ახალი წლის შეხვედრაც, სასურველია, წინასწარ დაიგეგმოს, რამეთუ, შესაძლოა, ბიზნესსა და ფინანსებში გაუთვალისწინებელი სირთულეები წარმოიქმნას. შესაძლოა, სწრაფად დაიწყოს ფასიანი ქაღალდების, სავალუტო კურსის მაჩვენებლებმა. შესაძლოა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული  ვალდებულებები, შეთანხმებები არ შესრულდეს, კანონმდებლობაში  ცვლილებები იქნება შეტანილი, ამიტომ აუცილებელია, დეკემბრის ბოლოს დროულად თადარიგს შევუდგეთ, რათა იანვარში  ცვლილებანი  მოულოდნელი  და საზიანო არ იყოს“, - აღნიშნავს ცაგარელი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი