logo_geo
ლუკა კურტანიძე: გაერთიანდე შენი ერის ჯალათთან, ეს უდიდესი მორალური დანაშაულია!
- +

4 დეკემბერი. 2019. 12:58

 

 

„შეიძლება, ადამიანს პირადი შეურაცხოფა აპატიო, მისგან გინება, ხელის გარტყმა თუ თავის გატეხვაც დაივიწყო, მაგრამ...“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორმა ლუკა კურტანიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

 

„შეიძლება, ადამიანს პირადი შეურაცხოფა აპატიო, მისთვის გინება, ხელის გარტყმა თუ თავის გატეხვაც დაივიწყო, მაგრამ გაერთიანდე შენი ერის ჯალათთან, ეს უდიდესი მორალური დანაშაულია!

 

მეგონა, რომ არსებობდა ფასეულობები, რომლებსაც ნინო ბურჯანაძე არასოდეს გადააბიჯებდა. სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის დროს ქალბატონი ნინოსგან არაერთი სამაგალითო საქციელი ვნახე, მისი შემართება ბევრ მამაკაცს შეშურდებოდა და ამის გამო ძალიან ვაფასებდი, მაგრამ დღეს საშინლად იმედგაცრუებული ვარ, რადგან ნინო ბურჯანაძეს სისხლიანი ნაცების გვერდით ვხედავ.

 

ეკა ბესელია ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ, ისიც კარგად მესმის, რომ „ქართულ ოცნებაში“ ზარდიაშვილმა და ვიღაცებმა გაამწარეს, მაგრამ შეუძლებელია, კაცისმკვლელთან და გამაუპატიურებლებთან დგომას რაიმე გამართლება ჰქონდეს“,- აღნიშნავს  ლუკა კურტანიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი