logo_geo
რამაზ საყვარელიძე: გგონიათ, კარასინმა ტყუილად შემოაგდო თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის იდეა?!
- +

4 დეკემბერი. 2019. 17:19

 

„ეს ყველაფერი სახიფათო ამბავი  მგონია...“ - ამის შესახებ ექსპერტი და სოციოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ეს ყველაფერი სახიფათო ამბავი მგონია... უკვე ვთქვით, რომ რუსეთს სჭირდება არეულობა საქართველოში. ზაფხულში ამ არეულობის  ერთ-ერთ ბერკეტად მან გამოიყენა გავრილოვი. გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ რუსეთისთვის  მოულოდნელი იყო, რაც საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში  გავრილოვის გამოჩენას მოჰყვა...

 

ამ რაღაც ცენტრის შექმნის  ინიციატივით რუსეთი  არეულობის ახალ ნაღმს ხომ არ დებს საქართველოში?!

 

მით უფრო, თუ კარასინის ინიციატივის შესახებ ხელისუფლებაში  მართლაც არაფერი იცოდნენ. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მიზანი საზოგადოების ხელისუფლებისდამი  უნდობლობის გაღვივება-გაღრმავებაც არის. შესაძლოა, ამასაც ცდილობდნენ.

 

უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ. პოლიტიკური დაპირისპირება უნდა იყოს -  სხვაგვარად დემოკრატიული  ბალანსი  ვერ შეიქმნება, მაგრამ ისე, რომ წყალი რუსეთის  წისქვილზე არ დავასხათ.

 

უნდა ვიცოდეთ, რომ თუ პოლიტიკური დაძაბულობა გაგრძელდება, დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს. თუ რყევები გაგრძელდება, ეს სავარაუდოდ მძიმედ აისახება ლარის კურსზე, საინვესტიციო გარემოზე, ტურიზმზე და შემდეგ მოვლენები ჯაჭვური რეაქციით განვითარდება და ყველა სფეროს შეეხება“, - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი