logo_geo
„ნულოვანი ტოლერანტობა! ყველანი ციხეში! - დასჭექა მიშა სააკაშვილმა და ლამის მთელ საქართველოს ბადრაგი დააყენა თავზე“
- +

5 დეკემბერი. 2019. 12:14

 

„ესეც იყო... ყველაფერი  იყო  იმ წარსულ დროში, რომელიც, როგორც ირკვევა, სულაც არ არის წარსული - მარადიული აწმყო, რომელსაც მომავალი არ აქვს“, - ამის შესახებ პუბლიცისტი ვახტანგ ხარჩილავა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ წერს.

 

„ნულოვანი ტოლერანტობა! ყველანი ციხეში! - დასჭექა მიშა სააკაშვილმა და ლამის მთელ საქართველოს  ბადრაგი დააყენა თავზე.

 

აი, ეგ კაცია „დემოკრატიის შუქურა“ და გაუფრთხილდით მაგ შუქურასო! -შემოგვითვალეს ჩვენმა საზღვარგარეთელმა მეგობრებმა.

 

მართალია, სიბნელეს და სისასტიკეს „ასხივებდა“ ეს ჩვენი „შუქურა“, მაგრამ საზღვარგარეთელი მეგობრები მაინც ჯიუტად გვიმეორებდნენ, რომ დემოკრატიის შუქურამ  სწორედ ასე უნდა ანათესო და ჩვენც ვითმენდით, სხვა რა გვქონდა.

 

ბოლოს და ბოლოს  „შუქურა“ გავიტანეთ ქვეყნიდან, მაგრამ ახლა „დემოკრატიის შუქურის“ „ასკოლკები“ ცდილობენ, წყვდიადი „გაგვინათონ“.

 

ესეც იყო... ყველაფერი იყო იმ წარსულ დროში, რომელიც, როგორც ირკვევა, სულაც არ არის წარსული - მარადიული აწმყო, რომელსაც მომავალი არა აქვს.

 

დაბოქლომების ამბებიც იყო, ოღონდ მაშინ უფრო პრიმიტიულად იქცეოდნენ და დაბოქლომების ნაცვლად პირდაპირ კარებს აჭედავდნენ ხოლმე.

 

ისედაც დაბოქლომებულ და კარებაჭედილ საქართველოს კიდევ დაბოქლომება და კარების აჭედვა უნდოდა?“ - წერს ვახტანგ ხარჩილავა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი