logo_geo
ვახტანგ ხარჩილავა: ივანიშვილი თუ გზიდან ჩამოიშორეს, ხალხს და ქვეყანას ცხრა პირ ტყავს გააძრობენ
- +

8 დეკემბერი. 2019. 01:42

 

„დრო არ შეცვლილა, მხოლოდ პერსონაჟები შეიცვალნენ“,- ამის შესახებ პუბლიცისტი ვახტანგ ხარჩილავა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ წერს.

 

„დრო არ შეცვლილა, მხოლოდ პერსონაჟები შეიცვალნენ - ადრე თუ კიტოვანი იყო, ახლა ბოკერიაა, ადრე თუ ჯაბა  იყო, ახლა უგულავაა, ადრე თუ სიგუა იყო, ახალ გრიგოლ ვაშაძეა, ადრე თუ ლუიზა და ირინა იყვნენ, ახლა სალომე, ელენე და თინიკოა.

 

ადრე ზვიად გამსახურდიას ეძახდნენ დიქტატორს და უზურპატორს, ახლა ბიძინა ივანიშვილს ეძახიან იმავეს.

 

მაშინ გამსახურდია უშლიდათ ხელს ქვეყნის სრულ იავარქმნაში, ახლა ივანიშვილი უშლით ხელს და იმიტომაც ამოიჩემეს.

 

მაშინ გამსახურდია მოკლეს, ახლა ივანიშვილსაც დიდი სიამოვნებით მოკლავენ, ამის შანსი რომ მიეცეთ.

 

გამსახურდიას დამხობის შემდეგ სვავებივით დააცხრნენ ქვეყანას და პირწმინდად გაძარცვეს და გაყვლიფეს.

 

ივანიშვილი თუ გზიდან ჩამოიშორეს, ახლაც იმავეს გაიმეორებენ და ხალხს და ქვეყანას ცხრა პირ ტყავს გააძრობენ“,- წერს ვახტანგ ხარჩილავა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი