logo_geo
სოფო კილაძე: საკონსტიტუციო რეფორმა აქტიური საზოგადოებრივი ჩართულობით განხორციელდება
- +

22 ნოემბერი. 2016. 19:41



„ქართული ოცნების" განახლებული გუნდის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში პრეზიდენტის არჩევის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ყველა საკონსტიტუციო რეფორმა და მათ შორის, ეს საკითხიც, აქტიური საზოგადოებრივი ჩართულობით განხორციელდება.


„პრეზიდენტის არჩევის ორივე ფორმა - პირდაპირი და ირიბი გზით, არის ლეგიტიმური. ორივე აპრობირებულია დასავლურ ქვეყნებში. ამ ორიდან რომელი მოერგება ჩვენს საკონსტიტუციო რეფორმას, ამაზე გუნდში ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებასაც მხოლოდ კონსულტაციებისა და პოზიციების დაახლოების შემდეგ მივიღებთ.

 

რაც მთავარია, გათვალისწინებული იქნება საზოგადოების ინტერესი. ზოგადად, საკონსტიტუციო რეფორმა განხორციელდება აქტიური საზოგადოებრივი ჩართულობით", - აღნიშნა სოფო კილაძემ.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი