logo_geo
ვალერი ხაბურძანია: დამოუკიდებელი საქართველო ძალიან სიმბოლური ცნებაა...
- +

4 მარტი. 2017. 13:31



უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ „ვერსიასთან" 1921 წელს საქართველოს გასაბჭოება გაიხსენა და განაცხადა, რომ არშეიძლება წარსულს ცალმხრივად შევხედოთ.


1921-ში რაც მოხდა, დაპყრობა კი არ ჰქვია, არამედ ქართველები, რომლებიც ბოლშევიკურ ელიტაში იყვნენ, თვლიდნენ, რომ საქართველო იმ დიდი მოძრაობის გარეშე არ უნდა დარჩენილიყო, რასაც მაშინ ბოლშევიზმი, სოციალ-დემოკრატია, რევოლუცია და კომუნიზმი ერქვა. ამისთვის მაშინდელ ხელისუფლებას, ლენინის სახით, ძალები გამოაყოფინეს, საქართველოში შემოვიდნენ და მენშევიკები გაყარეს.

 

რაც შეეხება მე-11არმიას, მასში რუსებიც იყვნენ, სომხებიც, ქართველებიც და უკრაინელებიც. ეს, ასე ვთქვათ, წმინდა პოლიტიკური ჯგუფი იყო. სხვათა შორის, არ დაგავიწყდეს, რომ ქართველებს ბოლშევიკებში ელიტური ადგილი ეჭირათ..." - ამბობს ხაბურძანია.


მისი თქმით, მარო მაყაშვილისა და იუნკერების ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, უბრალოდ რწმენის საკითხია, მათ სჯეროდათ, რომ თავი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გაწირეს, თუმცა, როგორც ხაბურძანია აღნიშნავს, დამოუკიდებლობა უბრალოდ სიმბოლური ცნებაა.


„ყველას, ვინც ამის გულისთვის კვდება, ჰგონია, რომ თავს საქართველოს დამოუკიდებლობას სწირავს, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველო ძალიან სიმბოლური ცნებაა, განსაკუთრებით - ბოლო დროს. დამოუკიდებლობა ყოველთვის რაღაცასთან მიბმული და ასოცირებულია. საერთოდ, სამოქალაქო ომში ხალხი ორივე მხარეს კვდება და ორივე გმირია. ისიც არ შეიძლება, რომ წარსულს ცალმხრივად შევხედოთ", - აღნიშნავს ვალერი ხაბურძანია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი