logo_geo
ელიზბარ ჯაველიძე: ამ აქციებზე ჟურნალისტები და ოპერატორები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ეს დაქირავებული „კმარელები“
- +

10 დეკემბერი. 2019. 15:05

 

 

„ეს ტელევიზიები, რომლებსაც მე „ტელეუბორნიებს“ ვუწოდებ, სასურველს რეალობად ასაღებენ“,- ამის შესახებ აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ის, რომ ფულით ნაყიდი „კმარელები“  ხან სად მივარდებიან და ხანაც - სად, სულაც არ ნიშნავს, რომ მთელი ქვეყანა  საპროტესტო აქციებით არის მოცული. ეს ტელევიზიები, რომლებმაც მე „ტელეუბორნიებს“ ვუწოდებ, სასურველს რეალობად ასაღებენ.

 

დააკვირდით, მივარდება ხუთიოდე ტვინგამოლაყებული რომელიმე ოფისთან, ატეხენ ხმაურს და ამას თხუთმეტი ტელევიზია  უწყვეტ რეჟიმში აშუქებს. არადა, ამ აქციებზე ჟურნალისტები და ოპერატორები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ეს დაქირავებული „კმარელები“.

 

რომ მოგადგება სამსახურში ვიღაც უწიგნური და ცხვირმოუხოცავი მაჯლაჯუნა, დაგიწყებს „მონა-მონას“ ჩხავილს, რა გასაკვირია, რომ ვიღაცას ნერვებმა უმტყუნოს და დინგშიც მოსდოს! და მერე ეს არსებები, პოლიციის ლანძღვა-გინებით რომ აქვთ გული მოოხებული, ისევ ამ პოლიციას ეხვეწებიან, გვიშველე და გადაგვარჩინეო!

 

ანდა, ვინ გადაწყვიტა, რომ ხალხს ეს პროპორციული არჩევნები უნდა?!“ -აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი