logo_geo
მინდია უგრეხელიძე: თავის დროზე ნონა წოწორია იყო „ნაციონალთა“ აღმსარებელი
- +

4 მარტი. 2017. 16:00


 

„ნონა წოწორიას აქვს უფლება, საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს მიუხედავად იმისა, რომ ვადა გაუვიდა, რადგან სანამ საქართველოდან ახალ მოსამართლეს არ აირჩევენ და ფიცს არ დადებს, მანამდე არსებული მოსამართლე ვალდებულია, გააგრძელოს თავისი უფლებამოსილებების აღსრულება", - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინა წარმომადგენელმა მინდია უგრეხელიძემ „ვერსიასთან" საუბარში განაცხადა.


ნონა წოწორიას სტრასბურგში მოსამართლედ დანიშვნის შემდეგ ევალებოდა, დაევიწყებინა  პარტიული კუთვნილება და პოლიტიკური გემოვნება. მინდია უგრეხელიძე იმედოვნებს, რომ წოწორიამ ეს მოახერხა.

 

„მე როგორც ვიცი, თავის დროზე ნონა წოწორია იყო „ნაციონალთა" აღმსარებელი, თუ შეიძლება ასე ითქვას. დიახ, მას შემდეგ, რაც ის მოსამართლე გახდა, მას ევალებოდა დაევიწყებინა არა მხოლოდ პარტიული კუთვნილება და პოლიტიკური გემოვნება, არამედ ყველა ადამიანს ევალებოდა, „დავიწყებოდათ" თავისი ეროვნება, რადგან იქ შენ საქართველოს წარმომადგენელი კი არ ხარ, არამედ საქართველოდან არჩეული მოსამართლე, რომელმაც ყოველგვარი სიმპათია-ანტიპათიის გარეშე უნდა იმსჯელოს ნებისმიერ საკითხზე. მინდა ვიქონიო იმედი, რომ ნონა წოწორიამ შეძლო, დაეძლია ეს ფსიქოლოგიური ბარიერი", - განაცხადა მინდია უგრეხელიძემ.


შეგახსენებთ, რომ 8 მარტს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატა ვანო მერაბიშვილის შესახებ გამოტანილ გადაწყვეტილებას ხელახლა განიხილავს. საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს სტრასბუგში საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლე ნონა წოწორია, რომელიც მერაბიშვილის საქმის თავდაპირველ განხილვაშიც მონაწილეობდა და იმ განაჩენის გამოტანაშიც, რომელიც მოგვიანებით ქართულმა მხარემ გაასაჩივრა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი