logo_geo
მამუკა არეშიძე: ჩვენთან არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში არ ისწავლება ძალიან სპეციფიკური დარგი: ენერგეტიკული დიპლომატია
- +

12 დეკემბერი. 2019. 15:35

 

 

„ენერგეტიკული დიპლომატია დღეს მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი წარმმართველია“, - ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ჩვენთან არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში არ ისწავლება ძალიან სპეციფიკური დარგი: ენერგეტიკული დიპლომატია. არადა, ის დღეს მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი წარმართველია. ასე თუ ისე, არაერთი მილსადენი გადის საქართველოს ტერიტორიაზე და ვიმეორებ, მათგან სხვადასხვა დივიდენდს ვიღებთ. რაც შეეხება ბოლო პროექტს - „ტანაფს“, მისი ამუშავება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მაგრამ ის, თუ როგორ მოვიხმართ ამ შესაძლებლობას, აჩენს კითხვის ნიშნებს. იმ დოკუმენტში, რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი და ჰქვია ევროასოცირების დოკუმენტი, იყო განსაზღვრული, რომ ავიღებდით ვალდებულებას, რომ ჩვენგან გასული ენერგოსიმძლავრეები ევროპას მიეწოდებოდა განსაკუთრებულ ფასად. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულები ვართ, ჩვენს ტერიტორიაზე გამავალ ენერგომატარებლებს არ დავადოთ ისეთი ფასი, რაც ევროპელ მომხმარებელს გაუზრდის ენერგომატარებლის ტარიფს“, - აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი