logo_geo
არჩილ თალაკვაძე: არა მგონია, „პიკეტოლოგიამ“ სასარგებლო გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს პოლიტიკური პროცესი
- +

12 დეკემბერი. 2019. 15:36

 

 

„ხელისუფლება არ დაუშვებს არანაირ აგრესიას“,-  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე  არჩილ თალაკვაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

 

„ხელისუფლება არ დაუშვებს არანაირ აგრესიას. იქნება როგორც პრევენციული ღონისძიებები, ასევე სათანადო რეაგირება იქ, სადაც ასეთი პროცესები შეიძლება განვითარდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მანიფესტაციის ორგანიზატორებმა თავი შეიკავონ პროვოკაციებსა და ისეთი ქმედებებისგან, რაც შეიძლება მხარეების დაპირისპირების მიზეზი გახდეს.

 

ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩვენ აქციები გვჭირდება ვინმესთან. მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ პარლამენტის  გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციამ სტრატეგიულად ბოქლომები და პიკეტირება აირჩია. არა მგონია, „პიკეტოლოგიამ“ სასარგებლო გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს პოლიტიკური პროცესი. თუმცა, ჩვენ ოპოზიციას ვაძლევთ იმდენ დროს, რამდენიც სჭირდება. შეუძლიათ გააგრძელონ აქციები და მანიფესტაცია კანონის ფარგლებში, მაგრამ თუ პროცესი კანონის ჩარჩოებიდან გავა, ხელისუფლების რეაგირება არ დაახანებს“,- აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი