logo_geo
ელიზბარ ჯაველიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ჩარეცხილი პოლიტიკოსი, რომელიც...
- +

12 დეკემბერი. 2019. 17:00

 

 

„სააკაშვილს რამდენიმე ათასი ავადმყოფი სექტანტის გარდა, აღარავინ გულშემატკივრობს“, - ამის შესახებ აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„სააკაშვილი არის ჩარეცხილი პოლიტიკოსი, რომელიც არც უკრაინაში უნდათ, არც ამერიკასა და ევროპაში და, მითუმეტეს, არც საქართველოში, სადაც მაგას რამდენიმე ათასი ავადმყოფი სექტანტის გარდა, აღარავინ გულშემატკივრობს!

 

თუ 60 პროცენტი გემხრობა და შენს მზეს იფიცებს, მილიონიან თბილისში 5-6 ათას კაცზე მეტი რატომ არ გამოდის ნაცბანდის ყველაზე დიდ მიტინგზე?!

 

მოკლედ, ეს მეცოცხეები თუ არ გაჩერდებიან, გამძვინვარებული ხალხი მათ ჩაქოლავს, თანაც, ბოკერიათი დაიწყებს!

 

ეს  უტვინო ბოკერია და მისი ამფსონები იმდენად გონებაშეზღუდულები არიან, რომ ვერც კი ხვდებიან, თავიანთი ყმუილით როგორ გამოაღვიძეს ხალხში მათდამი თითქმის მიძინებული ზიზღი“, - აღნიშნავს ელიზბარ ჯაველიძე.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი