logo_geo
ლუკა კურტანიძე: როცა დაიბადა კითხვის ნიშანი, მაშინ დავამთავრე კარიერაც
- +

12 დეკემბერი. 2019. 18:15

 

„მეხმარებოდა“ ის ტრაგედიები, რაც გამოვიარე...“, - ამის შესახებ მოჭიდავე, ოფიცერი და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი, მოჭიდავე ლუკა კურტანიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ბრძოლამდე ყოველთვის ვადიდებდი ღმერთს და არასოდეს  საკუთარი თავისთვის კითხვა არ დამისვამს - შევძლებდი თუ არა. როცა დაიბადა კითხვის ნიშანი, მაშინ დავამთავრე კარიერაც. „მეხმარებოდა“ ის ტრაგედიები, რაც გამოვიარე: აფხაზეთის ომში მამის დაკარგვა და მისი დახვრეტის შესახებ ცნობის მიღება, სიცივე, შიმშილი... ვარჯიში და ბრძოლა მეხმარებოდა და არა ამ ყველაფრის დავიწყებაში, არამედ იმაში, რომ ამაზე მეფიქრა - რთული წარმოსადგენი იყო ჩემთვის, როგორ უჭირდა მამას, როცა ხვრეტდნენ“, - აღნიშნავს ლუკა კურტანიძე.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი