„მეხმარებოდა“ ის ტრაგედიები, რაც გამოვიარე...“, - ამის შესახებ მოჭიდავე, ოფიცერი და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი, მოჭიდავე ლუკა კურტანიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„ბრძოლამდე ყოველთვის ვადიდებდი ღმერთს და არასოდეს საკუთარი თავისთვის კითხვა არ დამისვამს - შევძლებდი თუ არა. როცა დაიბადა კითხვის ნიშანი, მაშინ დავამთავრე კარიერაც. „მეხმარებოდა“ ის ტრაგედიები, რაც გამოვიარე: აფხაზეთის ომში მამის დაკარგვა და მისი დახვრეტის შესახებ ცნობის მიღება, სიცივე, შიმშილი... ვარჯიში და ბრძოლა მეხმარებოდა და არა ამ ყველაფრის დავიწყებაში, არამედ იმაში, რომ ამაზე მეფიქრა - რთული წარმოსადგენი იყო ჩემთვის, როგორ უჭირდა მამას, როცა ხვრეტდნენ“, - აღნიშნავს ლუკა კურტანიძე.