logo_geo
მამუკა არეშიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებები გამიზნულია პროვოკაციაზე...
- +

14 დეკემბერი. 2019. 23:00

 

 

„ჩემი აზრით, ახლა ბრძოლა იმ ფაზაში გადავიდა, როდესაც ყველა ხერხი მისაღებია“,-ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებები გამიზნულია პროვოკაციაზე, ოღონდ კი ვინმე წამოაგონ და, რას აღარ აკეთებენ. მაგალითად, პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს შეუძლია ერთ დღეს ჟურნალისტებს აგინოს, მეორე დღეს ბოდიში მოიხადოს, შეუძლია კამერის წინ პოლიციელს ჩაარტყას, მეორე დღეს კი მოუწოდოს, გვერდით დაგვიდექითო. ეს პოლიტიკური ცინიზმი „ნაციონალური მოძრაობის“ დამახასიათებელია, ანუ მუდმივი აპელაცია ხალხზე და მერე ამ ხალხის დიდი ნაწილის ციხეებში ჩაყრა და წამება. შესაძლოა გვარამიას ეს განცხადება იმის მოსინჯვაც იყო, რა რეაქცია ექნებოდა საზოგადოებას, რა ნაწილს მოეწონებოდა მისი იდეა...

 

ჩემი აზრით, ახლა ბრძოლა იმ ფაზაში გადავიდა, როდესაც ყველა ხერხი მისაღებია, მაგრამ რადგან ამ პროცესებს აკვირდება საერთაშორისო თანამეგობრობა, აკვირდებიან ისინი, ვისაც ანგარიშს უწევენ მხარეები, ამიტომ მეტ-ნაკლებად ფრთხილობენ. სხვა შემთხვევაში ოპოზიციის მოქმედება გაცილებით რადიკალური იქნებოდა.

 

თუ ჰგონიათ, საქმეში ჩახედულ პირებს არა აქვთ ინფორმაცია, რა ტიპის  მზადება მიდის ოპოზიციაში ქუჩაში გამოსაყენებელი  მეთოდოლოგიისთვის თუ ძალოვან სტრუქტურებში, ძალიან ცდებიან.

 

საქართველო პატარა ქვეყანაა - იციან, ვინ რას ლაპარაკობს, როგორ იქცევა, რა ტიპის შეკრებებს აწყობს. ასე რომ, ჩემთვის, როგორც უსაფრთხოების საკითხებში ჩახედულისთვის, ცხადია, რომ ოპოზიცია ექსტრემალური ვითარების შექმნას მაქსიმალურად ცდილობს, ყველაფერს აკეთებს, როგორმე ასწიოს დუღილის ტემპერატურა, რათა შემდგომ ამაში ჩართოს ის ხალხი, ვინც კვლავაც მუშაობს სხვადასხვა ძალოვან უწყებაში“,- აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი