logo_geo
გიორგი ვოლსკი: რა არის ცუდი იმაში, ქართველებმაც იმუშაონ ევროპელების მსგავსად ლეგალურად?..
- +

16 დეკემბერი. 2019. 15:02

 

„რა არის ცუდი იმაში, ქართველებმაც იმუშაონ ევროპელების მსგავსად ლეგალურად?..“-აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი  გიორგი ვოლსკი ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში.

 

„საოცარია რა, საპრეზიდენტო არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი, დავით ბაქრაძე სწორედ ასეთი დაპირებით გამოდიოდა. ეს მისი პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი იყო. კაციშვილს, მათ შორის არც თქვენ, ხმა არ ამოგიღიათ. ეს ფაქტი იმის თქმის საშუალებას მაძლევს, რომ ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ ბინძური სპეკულაციაა.

 

გაცილებით მეტი ადამიანია ქვეყნიდან გამოსული და დარჩენილი 2012 წლამდე. ადამიანებს, რომლებიც უცხოეთში არალეგალურად არიან დასაქმებულები, თავისი ჩრდილსაც ეშინიათ და შინ ვერ ბრუნდებიან ოჯახის წევრების სანახავად, ლეგალურად მუშაობის საშუალება რომ მიეცეთ, რა არის ამაში ცუდი? რა არის იმაში ცუდი, ქართველებმაც იმუშაონ ევროპელების მსგავსად ლეგალურად და ღირსეულად, თანაც საკუთარ ოჯახსა და ქვეყანას არ მოსწყდნენ?“ - აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი