logo_geo
ლუკა კურტანიძე: მივხვდი, რომ მთავარი იყო, მართალი ადამიანი ვყოფილიყავი...
- +

16 დეკემბერი. 2019. 15:04

 

„სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მქონოდა სამხრეები და ფორმა ჩამეცვა“,-ამის შესახებ მოჭიდავე, ოფიცერი და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი ლუკა კურტანიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა, მფრინავი ან მეცხვარე გამოვსულიყავი. მერე, როცა გავიაზრე, მივხვდი, რომ მთავარი იყო, მართალი ადამიანი ვყოფილიყავი, რადგან არ მიყვარს ადამიანის დაჩაგვრა. ამ ღირებულებამ მიმიყვანა სამართალდამცავ სტრუქტურასთან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მქონოდა სამხრეები და ფორმა ჩამეცვა. რაც შეეხება  სპორტს, ჭიდაობა ჩემს სულთან ძალიან ახლოსაა. ღმერთმა მომცა იმის ძალა, რომ ეს მიმართულება ამერჩია.

 

თან, ბავშვობაში ძლიერი, ჯმუხი და ჯიუტი კი ვიყავი, მაგრამ მოუხერხებელი -გოგონებიც მერეოდნენ ხოლმე. ზუსტად ამ სიჯიუტემ განაპირობა ის, რომ მევარჯიშა“,-აღნიშნავს ლუკა კურტანიძე.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი