logo_geo
გიორგი ვოლსკი: არავინ იფიქროს, რომ ბოქლომების, დესტრუქციის გამო შეიძლება რაიმე დათმობაზე წავიდეთ
- +

17 დეკემბერი. 2019. 15:10

 

„ქვეყნის სტაბილურობა და განვითარებაა მთავარი, რაც ჩვენ გვაღელვებს“,- აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი  გიორგი ვოლსკი ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში.

 

„არავინ იფიქროს, რომ ბოქლომების, დესტრუქციის გამო შეიძლება რაიმე დათმობაზე წავიდეთ. მინდა გითხრათ, რომ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით, ოპოზიციის წინადადება იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც უმრავლესობის სხდომაზე განიხილეს, თუმცა, როცა კომპრომისზეა საუბარი, აქ არც საერთაშორისო და არც შიდა ზეწოლა როლს არ თამაშობს. ჩვენ თუ განვიხილავთ რიგ საკითხებს და პოზიტიურად ვართ განწყობილნი, ეს იმიტომ, რომ პრობლემა არ შევუქმნათ ქვეყანას. 10 კაცია,100 თუ 70, პრობლემას უქმნის ქვეყანას, მის ავტორიტეტს, თუნდაც საერთაშორისო დონეზე, თუნდაც, ეკონომიკურ საკითხებში, თუნდაც იმის ძახილი, რომ ხელების ამოტრიალებით ან პიკეტირებით ამ საკითხს გადაწყვეტს, იმავე სახის დესტრუქციაა, როგორიც მათ  მოაწყვეს 24 ივნისის შემდეგ, თვეების განმავლობაში. ქვეყნის სტაბილურობა და განვითარებაა მთავარი, რაც ჩვენ გვაღელვებს. ვერ ვიტყოდი, რომ დათმობაა ეს, საკმაოდ ნორმალური გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ გაგრძელდეს დიალოგი და მწვანე შუქი აენთოს იმ გადაწყვეტილებას, რასაც კომიტეტზე ამ საკითხის განხილვა ჰქვია. განწყობილნი ვართ, რომ მივიდეთ სართო პოზიციამდე“,- აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი