logo_geo
გიორგი ვოლსკი: დემაგოგიაა იმაზე საუბარი, რომ ჩვენ „ნაციონალების“ ლანძღვითა და ხალხის დაშინებით დრო გაგვყავს
- +

17 დეკემბერი. 2019. 15:10

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენ კი არა, ამომრჩევლების სტატისტიკა აცოცხლებს“,-აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი  გიორგი ვოლსკი ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში.

 

„დემაგოგიაა იმაზე საუბარი, რომ ჩვენ „ნაციონალების“ ლანძღვითა და ხალხის დაშნებით დრო გაგვყავს. ჯერ ერთი „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენ კი არა, ამომრჩევლების სტატისტიკა აცოცხლებს.

 

უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოება დღეს გაცილებით უკეთ ხედავს, რა ძალასთან აქვთ საქმე, „ნაციონალების“ სახით და არა მგონია, არჩევნებში ისევ მათ დაუჭიროს მხარი. მგონია, რომ ოპოზიციად წოდებული სხვა ძალები  თავად ცდილობენ, თავიანთი პოლიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“  თემაზე ააგონ. რაც შეეხება ბრალდებას, ახლა ჩვენ თითქოს არაფერს ვაკეთებთ, უუნაროები ვართ და დაპირებული სამართლიანობა ვერ აღვადგინეთ: ასე არ არის. ფაქტია, რომ 2012 წელს პატარა საქართველოში ძალიან დიდი ცვლილება მოხდა. ხელისუფლებაში მოვიდა ის ძალა, რომელსაც სართაშორისო თითქმის არ იცნობდა. ეს იმ დროს, როდესაც ყველა სტრუქტურაში, ადგილობრივი მმართველობიდან დაწყებული, სასამართლოებით დამთავრებული, ძლიერი იყო „ ნაციონალების“ გავლენა. უფრო მეტიც, პრეზიდენტი იყო „ნაციონალი“. ამის მერე არაერთი დამნაშავე გასამართლდა, ექს-პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი სასჯელს იხდიან, უამრავი ადამიანია გაქცეული. ტერორის გამოცხადებით ქვეყანა სერიოზულად დაზიანდებოდა. თუ რატომ და რისთვის, ამაზე საუბარს დეტალებში არ დავიწყებ, რადგან ეს თქვენც კარგად გესმით და იმედია, მკითხველიც ხვდება“, - აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი