logo_geo
ელიზბარ ჯაველიძე: ნიკა გვარამია ყველაზე ამაზრზენი პოლიტიკური მეძავია, ვინც კი ოდესმე მინახავს!
- +

17 დეკემბერი. 2019. 15:11

 

„ადამიანი საკუთარი ბავშვების სიკვდილ-სიცოცხლით რომ პოლიტიკურ ვაჭრობას დაიწყეს, იქ რაიმე მორალზე და კაცობაზე რაღა უნდა თქვა?!“ -ამის შესახებ აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ნიკა გვარამია ყველაზე ამაზრზენი პოლიტიკური მეძავია, ვინც კი ოდესმე მინახავს! ამხსნის კაცი ამდენი ხანია, პოლიტიკაში ვარ და მსგავსი არაფერი მსმენია, რაც  ამ გვარამიამ იკადრა: ბიძინა ივანიშვილი მზად არის, შვილები მომიკლას, მაგრამ მე მაინც არ დავტოვებ ქვეყანასო!

 

ადამიანი საკუთარი ბავშვების სიკვდილ-სიცოცხლით რომ პოლიტიკურ ვაჭრობას დაიწყებს, იქ რაიმე  მორალზე და კაცობაზე რაღა უნდა თქვა?!

 

მსგავსი რამ ზვიად გამსახურდიას მომხრეებსაც კი არ უთქვამთ თავიანთ შვილებზე, როდესაც მართლა ოჯახებით აწიოკებდნენ, დევნიდნენ  და კლავდნენ!

 

სხვათაშორის, ზვიადზე გამახსენდა: მე ვნახე ფოტოები, თუ როგორ დაწვეს  ამ სოროსელმა ალქაჯებმა რუსთაველის გამზირზე ღამით გასათბობად წიგნები და, მათ შორის, ლევან გოთუას „გმირთა ვარამი“ და ზვიად  გამსახურდიას „საქართველოს სულიერი მისია“. აი, აქ დამთავრდება ყველაფერი“, - აღნიშნა ელიზბარ ჯაველიძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი