logo_geo
გიორგი ვოლსკი: 800 000 პენსიონერს პენსია გავუზარდეთ...
- +

17 დეკემბერი. 2019. 19:01

 

„მთიან რაიონებში პენსიის რაოდენობა სამას ლარამდე ავიდა“,-აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი  გიორგი ვოლსკი ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში.

 

„გასაგებია, რომ სამომხმარებლო კალათა გაძვირებულია. რას ვიზამთ, კრიზისია. ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან შეიქმნა გარკვეული პრობლემები. გადახედეთ გარშემო, რა მდგომარეობაა. კიდევ კარგად შევძელით მდგომარეობიდან გამოსვლა - 800 000 პენსიონერს პენსია გავუზარდეთ. მათი მდგომარეობა იდეალური არ არის, მაგრამ მთიან რაიონებში პენსიის რაოდენობა სამას ლარამდე ავიდა. მალე 250, 270 იქნება. ამას დაემატა გაუმჯობესებული სოციალური პაკეტები. ადრე ადამიანები უსახსრობის გამო ექიმთან საერთოდ ვერ მიდიოდნენ. უსაფრთხოების  თემასთან დაკავშირებით, საკმაოდ სერიოზული წინსვლა აჩვენა „ქართულმა ოცნებამ“. საერთაშორისო ინსტიტუტებში გაერთიანება და პოზიციების გაძლიერება ასევე ის დანაპირები იყო, რომელიც შესრულდა. გარდა ამისა, არსებობს გრანტები, რასაც ჰქვია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საწარმოების აშენება. ამ მხრივ საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. 600 საწარმო და 175 კერძო სასტუმროა დაფინანსებული. სოფლის მეურნეობის განვითარებითვის არაერთი პროექტი დაფინანსდა“, - აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი