logo_geo
ვახტანგ ხარჩილავა: შენიღბვისა და კონსპირაციის საუკეთესო საშუალებაა, სხვას დაუძახო ის, რაც შენ თვითონ ხარ...
- +

19 დეკემბერი. 2019. 18:23

 

„ეს ხერხი შესანიშნავად აქვთ ათვისებული „ნაცმოძრაობასა“ და მის განაყოფებს...“ -ამის შესახებ პუბლიცისტი ვახტანგ ხარჩილავა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ წერს.

 

„შენიღბვისა და კონსპირაციის საუკეთესო საშუალებაა, სხვას დაუძახოს ის, რაც შენ თვითონ ხარ, სხვას გადააბრალო და სხვა „ამხილო“ იმაში, რასაც შენ თვითონ აკეთებ.

 

ეს ხერხი შესანიშნავად აქვთ ათვისებული „ნაცმოძრაობასა“ და მის განაყოფებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს „რუსულ პროექტს“, „რუსეთის კაცს“ უწოდებენ, რომელიც, თურმე, საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას ცდილობს.

 

აი, ამას ამბობს „ნაცმოძრაობა“, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის ცხრა წლის განმავლობაში ქართული ეკონომიკის თითქმის ყველა მნიშნველოვანი ბერკეტი რუსებს ჩაუგდო ხელში, ბოლოს კი საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტიც უფეშქაშა.

 

მოდით, გავყვეთ „ნაცმოძრაობის“ მიერ შემოთავაზებულ რიტორიკას და ერთი წუთით ვირწმუნოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლაც რუსული პროექტია და რუსეთის კაცი.

 

ოღონდ ისიც გავიხსენოთ, რამდენი მილიარდი აქვს დახარჯული და რა დიდებული საქმეები აქვს გაკეთებული ამ „რუსეთის კაცის“ საქართველოსთვის“,- წერს ვახტანგ ხარჩილავა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი