logo_geo
იოსებ არჩვაძე: ლარის სისუსტის მიზეზად მე დავასახელებდი ინსტიტუციურ პრობლემას...
- +

19 დეკემბერი. 2019. 18:26

 

„ქვეყანას ჰყავს ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი: ეროვნული ბანკი და მთავრობა და არც ერთს არ აქვს რეალური ეკონომიკური ბერკეტი“, - ამის შესახებ ექსპერტი იოსებ არჩვაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ლარის გაუფასურების ერთი მიზეზი უკვე ვახსენე, სისტემურია: ეს არის ჩვენი ეკონომიკის მცირე მასშტაბი და საერთო სისუსტე. მოგეხსენებათ, ორგანიზმი თუ სუსტია, მას ნებისმიერი ვირუსი სწრაფად ერევა და ამარცხებს, ხოლო, თუ ორგანიზმი ძლიერია, პირიქით, ის უძლებს ყოველგვარ შემოტევას. რადგან ჩვენი ეკონომიკა სუსტია, ეს სისტემური პრობლემა თითოეულ მოსახვევში გველოდება.

 

ლარის სისუსტის მეორე მიზეზად მე დავასახელებდი ინსტიტუციურ პრობლემას: ეროვნულ ბანკს, კანონით, არც ევალება ლარის კურსის დაჭერა.

 

მისი მთავარი ფუნქციაა სტაბილური ფასები, რომ ინფლაცია დარჩეს წინასწარ განსაზღვრულ პარამეტრებში, რომელსაც ყოველ წელს, შემოდგომაზე, უმტკიცებს საქართველოს პარლამენტი და, როგორც წესი, არ სრულდება. წელს, მაგალითად, დამტკიცებული გვაქვს სამი პროცენტი და აშკარად გადავცდებით. მეორე მხრივ, არც მთავრობას აქვს უფლება, დააყენოს ფისკალური მანევრირების საკითხი, მაგალითად, ახალი გადასახადის შემოღების ან მოქმედ გადასახადში განაკვეთის ზრდის, იმისთვის, რომ აქტიური წვლილი შეიტანოს მოთხოვნა-მიწოდებასა და ბაზარზე ეროვნული ვალუტის რაოდენობის ცვლილებაში. იმიტომ რომ  ჯერ კიდევ მოქმედია 2011 წელს მიღებული კანონი და სხვადასხვა მოდიფიკაციით, დარჩა ახლახან მიღებული კონსტიტუციის ახალ რედაქციაში 2030 წლის დეკემბრამდე. ანუ გამოდის, ქვეყანას ჰყავს ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი: ეროვნული ბანკი და მთავრობა და არც ერთს არ აქვს რეალური ეკონომიკური ბერკეტი“, - აღნიშნავს იოსებ არჩვაძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი