logo_geo
ნანა დევდარიანი: გიორგი გახარიას ძალუძს, პუტინს პირისპირ ღირსეულად ესაუბროს
- +

19 დეკემბერი. 2019. 18:49

 

„მთავარია, რუსეთთან პირდაპირ დიალოგის წარმოებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქართველი საზოგადების მხარდაჭერა ჰქონდეს“, - ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი, ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ნანა დევდარიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ძალუძს, პუტინს პირისპირ ღირსეულად ესაუბროს. გახარიამ რამდენჯერმე დაამტკიცა, რომ უნარი შესწევს, დაპირისპირებულ მხარესთან ურთიერთობაში ადეკვატური იყოს, არც არაფერი დათმოს და არც არსებული კონფლიქტი გააღრმაოს.

 

მთავარია, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის წარმოებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქართველი საზოგადოების მხარდაჭერა ჰქონდეს და დარწმუნებული ვარ, ექნება კიდეც, რადგან ამ საკითხს ჩვენი ხალხი ბევრად უფრო ბრძნულად უყურებს, ვიდრე პოლიტიკური ისტებლიშმენტი“, - აღნიშნავს ნანა დევდარიანი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი