logo_geo
ვახტანგ ხარჩილავა: ბოკერია დღეს ანტისაოკუპაციო აქციებს ხელმძღვანელობს და იმ ახალგაზრდებს აბრიყვებს, რომლებმაც არაფერი იციან...
- +

20 დეკემბერი. 2019. 11:06

 

 

„გაზეთებს ესენი არ კითხულობენ, ტელევიზიებს ესენი არ უყურებენ“ ,-ამის შესახებ პუბლიცისტი ვახტანგ ხარჩილავა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ წერს.

 

„ერთ-ერთი მთავარი ბროკერი გიგა ბოკერია დღეს ანტისაოკუპაციო აქციებს ხელმძღვანელობს და იმ ახალგაზრდებს აბრიყვებს, რომლებმაც არაფერი იციან იმ შემზარავი ღალატისა და დანაშაულის შესახებ, რაც სააკაშვილებს, ბოკერიებს და სხვა ნაციონალებს აქვთ ჩადენილი საქართველოს წინაშე.

 

ამ  ახალგაზრდებმა რომ არ იცოდნენ, რა გასაკვირია - გაზეთებს ესენი არ კითხულობენ, ტელევიზიებს ესენი არ უყურებენ და მაქარაშვილ-გაგარინის საველე სემინარებზე, აბა, რა უნდა გაიგონ? სამაგიეროდ, ყველაფერი მისხალ-მისხალ იციან ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა - ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, აშშ-მა და ა.შ.

 

იციან და მაინც არც აღშფოთებთ, არც უკვირთ, არც პროტესტის გრძნობა უჩნდებათ, ეს თავისი სამშობლოს ბარიგობით გამდიდრებულ-გაყოყოჩებული კრიმინალები პოლიტიკოსობას რომ იჩემებენ და ისევ უკან, ხელისუფლებაში აპირებენ მობრუნებას“,- წერს ვახტანგ ხარჩილავა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი