logo_geo
ვახტანგ ხარჩილავა: პროდასავლურობის იარლიყმიწებებულმა რუსულმა აგენტურამ შიგნიდან გამოხრა და გამოფიტა საქართველო
- +

21 დეკემბერი. 2019. 19:27

 

„პროდასავლურობა იქცა იარლიყად, სპეკულაციის საგნად, წარმატებისა და ხელშეუხებლობის ფირმანად“, - ამის შესახებ პუბლიცისტი ვახტანგ ხარჩილავა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ წერს.

 

„პროდასავლურობა იქცა იარლიყად, სპეკულაციის საგნად, წარმატებისა და ხელშეუხებლობის ფირმანად, რომელსაც ათასი ჯურის არამზადა ცხვირწინ უფრიალებს საქართველოს.

 

პროდასავლურობის იარლიყმიწებებულმა რუსულმა აგენტურამ შიგნიდან გამოხრა და გამოფიტა საქართველო. სწორედ პროდასავლურობის ნიღაბს ამოფარებულები აშანტაჟებენ ქართველ ხალხსა და პოლიტიკურ ოპონენტებს, დასავლეთი კი დუმს და შორიდან უყურებს ამ ტრაგიკომედიას.

 

დიახ, დასავლეთი სათანადოდ ვერ რეაგირებს და ადეკვატურ შეფასებებს ვერ აკეთებს იმ ფაქტზე, რომ სწორედ ამ ფსევდოდემოკრატებმა და ფსევდომედასავლეთეებმა თავიანთი მავნებლური საქმიანობით ამერიკის შეერთებული შტატებიც შეაძულეს ქართველ ხალხს, ევროპაც და იძულებული გახადეს, ისევ რუსეთისკენ გაიხედოს“, - წერს ვახტანგ ხარჩილავა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი