logo_geo
ლუკა კურტანიძე: ბედისწერა ნამდვილად არსებობს და რაც უნდა აღსრულდეს, ის აუცილებლად მოხდება
- +

21 დეკემბერი. 2019. 20:06

 

„მჯერა იმის, რომ ადამიანი თავისი მისიით იბადება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი, მოჭიდავე ლუკა კურტანიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ყოველი ადამიანის სწორ ან არასწორ ნაბიჯს რაღაც უწყობს ხელს. მჯერა იმის, რომ ადამიანი თავისი მისიით იბადება, თავიდან ყველა ბავშვი ანგელოზია, მის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს გარემო, სადაც იზრდება ადამიანები, ვის გარემოცვაშიც არის. როგორც მიმდინარეობს წვრთნა და სწავლება, ადამიანიც ისეთია. ცხოვრება არის ჭიდილი ბოროტსა და კეთილს შორის, თუ ბოროტი გადასწონის, მაშინ შედეგი დამანგრეველია. ბედისწერა ნამდვილად არსებობს და რაც  უნდა აღსრულდეს, ის აუცილებლად მოხდება. უბრალოდ, შესაძლებელია, დროში გადანაცვლება მოხდეს“,-აღნიშნავს ლუკა კურტანიძე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი