logo_geo
ზურა ხაჩიძე: ნეტა, ეს ავადმყოფობა მე დამმართნოდა და არა - მას
- +

21 დეკემბერი. 2019. 20:46

 

„16 წელია მიფრთხილდება და 16 წელია ვუფრთხილდები“, - მომღერალი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ ხაჩიძე საუბრობს თავისი მეუღლის ხათუნა ჟორდანიას ავადმყოფობაზე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.

 

„ხათუნა ჩემი მეორე ნახევარია, ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ. ის არის ქალი, რომელიც 16 წელია მიყვარს, 16 წელია მიფრთხილდება და 16 წელია ვუფრთხილდები. ნეტა, ეს ავადმყოფობა მას არ დამართნოდა და მე დამმართნოდა.

 

ხათუნა არის ის ძალა ჩვენს ოჯახში, რომელზეც ოჯახის თითოეული წევრი დგას. არ მეთაკილება იმის თქმა, რომ მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ხათუნამ მასწავლა, რა არის სიყვარული და რას ჰქვია ოჯახი“, - აღნიშნავს ზურა ხაჩიძე.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი